აღწერა: MTV-ს კინოჯილდოები (ინგ. MTV Movie Awards) - ყოველწლიური სატელევიზიო შოუა ამერიკული კინოს სფეროს დაჯილდოებაში, რომელიც MTV არხის ორგანიზებით ტარდება. იგი არსებობს 1992 წლიდან. ეს შოუ ბევრად პაროდირებს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას, კერძოდ იღებენ სპეციალურ პაროდია-რგოლებს ნომინანტ ფილმებზე. შოუს უცვლელი ატრიბუტია - მუსიკოსთა ცოცხალი გამოსვლა. გამარჯვებული სახელდება მაყურებელთა ხმის მიცემით და არსებითად ამერიკელი მოზარდების კინოგემოვნებას ასახავს.